
მხოლოდ ჯანსაღი და ნატურალური
„თქვენ შეუკვეთეთ - ჩვენ მოგართმევთ“

თანხას იხდით პარტნიორ ბანკში, სადაც დაცულია თქვენი ანგარიშების უსაფრთხოება

იკვებე ჯანსაღად და გააძლიერე ქართული სოფელი
პროდუქციის შეძენის ინსტრუქცია ბეგვერდზე წარმოდგენილი ვიდეო გიდის სახით
საქართველოს სოფლებში, უშუალოდ გლეხების მიერ ბუნებრივ პირობებში – ყოვეგვარი საკვებდანამატების გარეშე გაზრდილი შინაური ფრინველის, რქოსანი და ჩლიქოსანი პირუტყვის ახალი – ნედლი ხორცი;
ბუნებრივ პირობებში მობალახე პირუტყვის ნედლი რძისგან დამზადებული ყველის ნაირსახეობები და რძის პროდუქტები, ასევე კვერცხი;
შავ ზღვაში, პალიასტომის ტბასა და საქართველოს მდინარეებში ქართული კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით დაჭერილი თევზი და ზღვის პროდუქტები;
პესტიციდებისა და გამაძლიერებლების გარეშე მოწეული ბოსტნეული და ბაღჩეული;
ქართული ფუქტკრის ნატურალური თაფლი მინარევების გარეშე;
ნატურალური და ჯანსაღი პროდუქციით დამზადებული ქართული ნუგბარი და სხვა შინნაკეთი პროდუქცია;
ქართული თუ ევროპული ტრადიციებით წარმოებული ქართული ღვინო და არაყი:
ასევე აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ პროდუქტს ვიძენთ კონკრეტული მხარისა თუ კუთხისათვის ისტორიულად და ტრადიციულად დამახასიათებელი ნიშნით – პროდუქტის ადგილწარმოშობის მიხედვით, მაგალითად: სულგუნი მხოლოდ სამეგრელოდან, იმერული ყველი მხოლოდ იმერეთიდან, ტენილი ყველი მხოლოდ მესხეთიდან, გუდის ყველი ახმეტის რაიონიდან, სვანური მარილი მხოლოდ სვანეთიდან და ა.შ.
საქართველოს რეგიონები სოფლებიდან
პროდუქციის შეძენის, ტრანსპორტირებისა, დასაწყობება-შენახვის, რეალიზაციისა და მომხმარებლამდე მიტანის დროს მკაცრად არის დაცული სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დადგენილი ნორმები.
მომხმარებლამდე პროდუქციის მიტანა ხდება დელივერი სერვისის მეშვეობით რა დროსაც დაცულია სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ დადგენილი ნორმები.
შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია ვეგვერდზე მითითებული ნომერზე განხორციელებული ზარის მეშვეობით, ასევე facebook-ს საშუალებით;
დასაწყობების ადგილზე პროდუქციის შეძენა შესაძლებელი შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას II კვარტალი, I კორპ, V და VI სადარბაზოებს შორის.
შეძენილი პროდუქციის საფასურის გადახდა შესაძლებელია 1. ონლაინშესყიდვით, ვეგვერდზე მითითებულ ანგარისზე გადმორიცხვით და ნაღდი ანგარიშსწორებით რა დროსაც შეძენილ პროდუქციასთან ერთად გადმოგეცემათ ჩეკი
თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.